LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეიმს ბონდის გოგო ძველ ფორმებს უბრუნდება“ – პირს ბროსნანი და მისი საყვარელი მეუღლე თეატრში გადაიღეს

237
page

პირს ბროსნანი და მისი მეუღლე, კილი შეი ლოს-ანჯელესში, თეატრში გადაიღეს. წყვილი შესანიშნავად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ 59 წლის კილი წონაში საგრძნობლად არის დაკლებული. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„ჯეიმს ბონდის გოგო ძველ ფორმებს უბრუნდება“, „შესანიშნავად გამოიყურება“, „უმაგრესი წყვილია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, პირს ბროსნანი და მისი საყვარელი ქალი, კილი შეი სმიტი უკვე 22 წელია ერთად არიან. სმიტისა და ბროსნანის წყვილი ყველაზე ერთგულ და სამაგალითო წყვილად ითვლება ჰოლივუდში. მიუხედავად იმისა, რომ ბროსნანი კილიმდე ორჯერ იყო დაქორწინებული, 70 წლის მსახიობი ამბობს, რომ ნამდვილი სიყვარული სწორედ 2001 წელს იპოვა, როცა კილი შეი სიმიტი გაიცნო.

ნამდვილი სიყვარული ასეთია – პირს ბროსნანისა და მისი საყვარელი მეუღლის 22 წლიანი იდილია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები