Aston Martin DB10, რომელიც რამდენიმე დღის წინ Spectre – The Auction-ზე გაიყიდა. ეს მოდელი ერთ-ერთია იმ 10 ავტომობილიდან, რომელიც კომპანია Aston Martin-მა სპეციალურად Agent 007 – Spectre-სთვის დაამზადა.
პოპულარული აგენტის, პოპულარული ავტომობილი 4.7 ლიტრიანი, V8 ტიპის ბენზინზე მომუშავე ძრავით არის აღჭურვილი, მაქსიმალური სიჩქარე კი 190კმ/სთ-ს შეადგენს, თუმცა, მისი ქალაქის ქუჩებში გამოყენება აკრძალულია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდა ბონდის ავტომობილის მფლობელი, თუმცა, ცნობილია, რომ DB10 Spectre 2.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. გარდა ავტომობილისა, აუქციონზე წარმოდგენილი იყო ფილმში გამოყენებული სხვადასხვა ნივთები და დეტალებიც . მათ შორის სემ სმიტის ცნობილი სინგლი Writings On The Wall, ბონდის საათი Omega Seamaster 300, და თავად ბონდის სურათი, ხელმოწერით…
საერთო ჯამში საქველმოქმედო აუქციონის შემოსავალმა 2,785,000$ შეადგინა.