Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ჯეიმს აპატურაი: „ნატო-ს ქვეყნების მთავრობებს სურთ, საქართველოში ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იხილონ“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს აპატურაი: „ნატო-ს ქვეყნების მთავრობებს სურთ, საქართველოში ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იხილონ“

102
BeFunky-collage (15)

რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ნატოს ღია კარის გაცხადებული პოლიტიკის კვალდაკვალ ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად – მედიის ამ კითხვის საპასუხოდ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს მთავრობებს სურთ დაინახონ რეფორმების გაგრძელება.

„რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. ჩემი ხედვით, ნატოს მთავრობებისთვის ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ნატოს წევრობას. ეს ფართოდ აისახება პოლიტიკურ სისტემაზეც და კმაყოფილი ვიყავი, როდესაც მოვისმინე, რომ პარლამენტში ეს პოლიტიკური პოზიცია ყველა სპექტრს მოიცავს, ეს საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაა. თუმცა, ნატოს მთავრობებს ასევე სურთ დაინახონ რეფორმების გაგრძელება და ასევე ვიტყვი, რომ ისინი ისურვებდნენ დაინახონ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, დაინახონ მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა, დაინახონ გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური გამყოფი ხაზების ორივე მხარის მიერ მიიღება – პოლიტიკური გარემო აქ საკმაოდ პოლარიზებულია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, ჩრილოატლანტიკური ალიანსში სურთ დაინახონ, რომ ყველა ქვეყანა თავის მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად

„რაც შეეხება შეკითხვას სანქციების შესახებ – ნატო, როგორც ორგანიზაცია მონაწილეობას არ იღებს სანქციებში – ეს ჩვენი საქმე არ არის. შემიძლია ეს ვთქვა – ნათელია, რომ საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია გეოგრაფიული და უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ნატოს მთავრობებს სურთ დაინახონ, რომ ყველა ქვეყანამ – იქნება ეს საერთო აზრის მქონე თუ არა, მაგრამ, განსაკუთრებით საერთო აზრის ქვეყნებმა – გააკეთონ აბსოლუტური მაქსიმუმი, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას და ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე, რათა მათ დაასრულონ ეს ომი“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი: რუსეთი უფრო საშიში გახდა, საქართველო ჩვენი პარტნიორია – აქ ვიმყოფები, რომ განვიხილოთ პრაქტიკული ნაბიჯები უფრო მეტის გასაკეთებლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები