ლეგენდარული ფილმმეიკერი, გილერმო დელ ტორო ,,ნეტფლიქსთან” თანამშრომლობით, ახალ პროექტზე მუშაობს.
,,ოსკაროსანი” რეჟისორი ფილმს ფრანკენშტაინის მონსტრზე იღებს, რომელიც ბრიტანელი ავტორის, მერი შელის 1818 წლის რომანს – ,,ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე” ეფუძნება.
Dr. Frankenstein – ასე ჰქვია კინოსურათს, რომელშიც მთავარ პერსონაჟს, ჯეიკობ ელორდი განასახიერებს.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელ მსახიობამდე ამ როლზე, ბენედიქტ კამბერბეჩი და ენდრიუ გარფილდი მოიაზრებოდნენ.