LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიკ ჯილენჰოლს ახალი რომანი 16 წლით უმცროს გოგონასთან აქვს (ფოტო)

7720052-0-image-a-2_1545433242595

ჯეიკ ჯილენჰოლის პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებია. 38 წლის მსახიობმა რომანი 16 წლით უმცროს ფრანგ მოდელთან, ჟეან კადიესთან გააბა. საინტერესოა, რომ ინფორმაციას ამის შესახებ, მედიასთან ამერიკელი ვარსკვლავის ინსაიდერი ადასტურებს.

,,მათი ურთიერთობა ელვის სისწრაფით განვითარდა. ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ და ასაკობრივი სხვაობა ხელს არაფერში უშლით”, – ამბობს წყარო, რომელიც დასძენს, რომ წყვილი ერთმანეთს ნახევარ წელზე მეტია ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯეიკ ჯილენჰოლი ერთ-ერთია იმ ჰოლივუდელებს შორის, რომელთაც პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა არ უყვართ. მსახიობი იშვიათად თანხმდება ინტერვიუებს, თუმცა ყვითელმა პრესამ აქამდე მისი ბედი კირსტენ დანსტს, რიზ უიზერსპუნს, ტეილორ სვიფტსა და ალისა მილერს დაუკავშირა.