LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზი და ბიონსე „ოსკარზე“ ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან – მეუღლეები ერთმანეთს „წლის სიმღერის“ ნომინაციაში დაუპირისპირდნენ

144
jayzbyonce

ცოტა ხნის წინა ამერიკის კინოაკადემიამ სხვადასხვა კატეგორიაში ნომინანტების ეგრეთ წოდებული „შორთ ლისთი“ გამოაქვეყნა. პირველად ისტორიაში, ბიონსე და ჯეი-ზი ერთ ნომინაციაში მოხვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა „ოსკარზე“ ისინი ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეუღლეების სიმღერები საუკეთესო ხუთეულში აღმოჩნდება. ამას კი იანვარში შევიტყობთ, როცა აკადემიის წევრები საბოლოო ნომინანტებზე შეჯერდებიან.

„სიყვარულის შესახებ“ – ბიონსე და ჯეი-ზი Tiffany & Company-ის საოცრად ემოციურ სარეკლამო კამპანიაში

ბიონსე ნომინანტთა შორის მოხვდა სიმღერით Be Alive  ფილმიდან „მეფე რიჩარდი“, ხოლო ჯეი-ზი, სიმღერით Guns Go Bang კინოფილმიდან „უფრო მძიმე დავარდნა“.

ყვითელი კომბინეზონი, ძვირადღირებული იახტა და რომანტიკა – ბიონსეს იტალიური არდადეგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები