LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლენო Ford GT-ის პირველი მფლობელი გახდა

22

ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯეი ლენო 2017 წლის სამოდელო რიგის Ford GT-ის პირველი მფლობელი გახდა. წინასწარი შეკვეთა ლენომ ჯერ კიდევ 2016 წელს გააფორმა, ახლა კი ახალი მოდელი მის საავტომობილო კოლექციას შეავსებს.

ჯეი ლენო გარდა ტელევიზიისა, საკუთარი YouTube-ის არხითაც არის დაკავებული, რომელსაც ავტომობილებს უძღვნის. ტელეწამყვანი ავტომობილების დიდი თაყვანისმცემელი და კოლექციონერია, ხოლო მის შეფასებებსა და ტესტ დრაივებს საავტომობილო მედია ყოველთვის ითვალისწინებს.

სწორედ ამიტომ, კომპანია Ford-მა გადაწყვიტა სპორტქარის ერთ-ერთი პირველი მფლობელი ბატონი ლენო გამხდარიყო. ავტომობილს შავი ძარა და ცენტრში ორი წითელი სპორტული ზოლი აქვს. Ford GT მოძრაობაში 3,5 ლიტრის მოცულობის ტურბირებულ ძრავს მოყავს, რომელიც 645 ცხენის ძალას ავითარებს. ახალი ავტომობილის ტესტ დრაივს ტელევარსკვლავი უახლოეს დროში გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები