LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფ ბეზოსისთვის როტერდამის ხიდს დაშლიან – რას აპირებს “ამაზონის” დამფუძნებელი

159
ჯეფ

ნიდერლანდის ქალაქ როტერდამში, სადაც ამაზონის დამაარსებლის, ჯეფი ბეზოსისთვის ახლად აგებულმა იახტამ უნდა გაიაროს, დაშლიან ისტორიულ სარკინიგზო ხიდს. BBC წერს, რომ ინტერნეტმაღაზიის დამაარსებლის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის 127 მეტრიანი სუპერიახტა აიგო Oceanco-ს გემთმშენებელში.

იახტა ძალიან მაღალია და 1878 წელს აგებული ხიდის ქვეშ ვერ გაივლის. ამიტომ ხიდის ზედა ნაწილი უნდა დაიშალოს და შემდეგ კვლავ აიგოს, რისთვისაც საჭიროა მერიის თანხმობა.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოების ხარჯებს გემთმშენებლები დაფარავენ. ხიდი ეროვნული ძეგლები სიაშია შეტანილი და მისი გადაკეთება არ შეიძლება.

ბეზოსი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება ჟურნალ Forbes-ის თანახმად, 3 თებერვალს 176,5 მილიარდს უდრის. იახტის ღირებულება 400 მილიონი დოლარია და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება მსოფლიოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები