LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის, Amazon-ის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

146
-116783129-hi065491102

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ იქნება. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა და ამის შესახებ საკუთარ თანამშომლებს წერილობით უკვე აცნობა.

ამავე წერილში ბეზოსი თანამდებობის დატოვების მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, მას უფრო მეტი დრო და ენერგია ექნება თავის სხვა პროექტებზე ფოკუსირებისთვის, როგორებიცაა: „დედამიწის ფონდი“, კოსმოსური კომპანია „ბლუ ორიჯინი“ და „ვაშინგტონ პოსტი“.

არსებული ინფორმაციით, ბეზოსი 2021 წლის მესამე კვარტალში Amazon-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი Amazon-ის ვებმომსახურების ხელმძღვანელი, ენდი ჯესი იქნება.

ძვირადღირებულმა განქორწინებამ ჯეფ ბეზოსს ვერაფერი დააკლო - ის მაინც ნომერ პირველი მდიდარია

Forbes-მა ყველაზე მდიდარი ამერიკელების რეიტინგი გამოაქვეყნა - გაიგეთ, ვინ არიან სიაში

ცნობისთვის, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამჟამად „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში მეორე პოზიციაზე იმყოფება. მას მხოლოდ ილინ მასკი უსწრებს, რომლის ქონებაც დღეისათვის 208 მილიარდ დოლარს შეადგენს, თავად ბეზოსის ქონების ღირებულება კი, ამ ეტაპზე, 197 მილიარდი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები