LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep Wrangler დენცკვიტას მიუერთეს

98
jeep-wranglr-news

Jeep Wrangler–მა ჰიბრიდული მოდიფიკაცია მიიღო და დამუხტვადი ყველგანმავალის პრემიერა ლას–ვეგასის ელექტრონიკის ფესტივალზე შედგა.

კომპანია Jeep–მა მთელი სერიის მოდიფიკაცია დაიწყო და უკვე 2021 წლისთვის დამუხტვის ფუნქცია ბრენდის ყველა მოდელს ექნება. გასული წლის მარტში ჰიბრიდული აგრეგატი Compass–მა და Renegade–მ მიიღეს. ორივე ავტომობილი 1,3 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავით დაკომპლექტდა.

რაც შეეხება ყველგანმავალ Wrangler–ს, მოდელის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ–ჯეორობით არ საჯაროვდება. Jeep–მა ამჯობინა რომ ინტრიგა შეენარჩუნებინა და ფეტსივალის სტუმრებს მხოლოდ მისი ვიზუალის დათვალიერება შეეძლოთ.

ავტომობილის სერიული წარმოება 2020 წლის ბოლოდან დაიწყება და დამატებითი ინფორმაციაც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები