LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep უგზოობისთვის სპეციალურ ავტოპილოტს ამზადებს

140
jeep

კომპანია Jeep უგზოობისთვის უპილოტოდ გადაადგილების სისტემას ამზადებს. ავტოპილოტთა მრავალფეროვნებით ჩვენს დროში ვეღარავის გააკვირვებ – მსგავსი კომპლექსის საკუთარ ვარიანტს თითქმის ყველა დიდი ავტომწარმოებელი ქმნის. თუმცა, ჯერ-ჯერობით ყველა ასეთი სისტემა საერთო მოხმარების ასფალტის გზებისთვისაა განკუთვნილი. Jeep-მა კი უფრო შორს წასვლა გადაწყვიტა და ავტოპილოტს უგზოობისთვის ქმნის. ბრენდმა პირველი პროტოტიპების დატესტვა უკვე დაიწყო კიდეც.

ორი მოდელი, რომელიც სერიული ჰიბრიდული ყველგანმავლის Jeep Grand Cherokee-ის ბაზაზეა შექმნილი, მოაბის უდაბნოში მუშაობს. ბუნებრივი პოლიგონი სიმაღლეების ცვლილებით, ქვიანი ზედაპირებითაა გამორჩეული და ყველგანმავალი ავტოპილოტის გამოსაცდელად იდეალურ გარემოს ქმნის.

ინოვაციურ სისტემას დიდი ყურადღებით შეამოწმებენ და საზოგადოებას მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, 2023 წლის ზაფხულისთვის წარუდგენენ.

აღსანიშნავია, რომ უგზოობაში უპილოტო მართვის ტექნოლოგია სასარგებლო იქნება როგორც გამოცდილი მძღოლებისთვის, ასევე ახალბედებისთვისაც, რომლებსაც სპეციფიკურ პირობებში სიარულის დიდი გამოცდილება არ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები