LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯავშნების დაუსრულებელმა გაუქმებამ საქართველოში მრავალი სასტუმროს დახურვა გამოიწვია

108
es-2

სასტუმრო სექტორი პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა. ჯავშნების გაუქმება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მარტის შუა რიცხვებში კი, ქალაქის მასშტაბით ყველა სასტუმრო დაიკეტა. მიუხედავად ამისა, როგორც ბრენდული, ისე არა ბრენდული სასტუმროების მფლობელები სეზონზე 70-90%-იან დატვირთულობას პროგნოზირებდნენ, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, ოპერატორთა მოლოდინი არ გამართლდა და სექტორი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ ნათქვამია საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ის 2020 წლის შეჯამებაში.

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება

"სასტუმრო სექტორს მოუწევს მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტირება"

კომპანიის ცნობით, ჯავშნების დაუსრულებელმა გაუქმებამ გამოიწვია მრავალი სასტუმროს დახურვა. საერთაშორისო ტურიზმის შეფერხების ფონზე, ტურისტების ყოველთვიური რაოდენობა 50,000-55,000-მდე შემცირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 81%-ით დაბალი მაჩვენებელია. მოცემულ პერიოდში, ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა 5-8%-ებს შორის მერყეობდა, რაც აღნიშული სექტორის პარალიზებას ნიშნავს.

Cushman & Wakefield Georgia-ის პროგნოზით, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები