LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკს ცოლმა ღალატი აპატია და შეურიგდა – წყვილი იტალიაში ისვენებს

10719
ჯასტინ-ტიმბერლეიკი

ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი იტალიაში გადაიღეს. მეუღლეებმა ცოტა ხნით აიღეს პაუზა შემოქმედით ცხოვრებაში და დასასვენებლად ერთად გაემგზავრნენ. ახალ ფოტოებზე ჯესიკა და ჯასტინი ბედნიერები ჩანან.

ჯესიკა ბილი ფანტასტიკურად გამოიყურება ლეოპარდის პრინტის საცურაო კოსტიუმში, ხოლო ჯასტინი შავ ზედასა და მწვანე შორტებშია გამოწყობილი. როგორც ჩანს, ჯესიკა ბილმა ჯასტინს ყველაფერი აპატია. ცნობილია, რომ გასული წელი უმძიმესი იყო მეუღლეებისთვის, რადგან ცნობილი გახდა ჯასტინის რომანის შესახებ. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ბილისა და ტიმბერლეიკის დაშორებაზე.

ფოტო/ვიდეო: სიურპრიზი – ჯასტინ ტიმბერლეიკი სერიალში მეუღლესთან, ჯესიკა ბილთან ერთად გამოჩნდა

ვიდეო: „ღამით არავის სძინავს, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ“ – ჯასტინ ტიმბერლეიკმა დაადასტურა, რომ მამა მეორედ გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები