LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ქეით უინსლეტი სასიამოვნოდ გააოცა

194

ვუდი ალენის ახალი ფილმის „ჯადოსნური ბორბლის” გადაღებები დასრულდა. ამ დღეებში კი, გამოცემამ Entertainment Weekly პროექტიდან ახალი ოფიციალური კადრები გაავრცელა. ყურადღებას მთავარი პერსონაჟების, ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ქეით უინსლეტის გარდა, ულამაზესი ბუნება იქცევს. საუბარია კონი-აილენდზე, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა.

როგორც გაირკვა, ეს ადგილი თავად ალენისთვისაც განსაკუთრებულია. მისი თქმით, ის სწორედ აქ გაიზარდა და ზუსტად იცოდა, რომ ოდესმე ამ სილამაზეს საკუთარ ფილმში გადაიღებდა.

სიუჟეტი ქალის გარშემო ვითარდება, რომელსაც მოულოდნელად ახალგაზრდა მაშველი შეუყვარდება. სიტუაცია კი მას შემდეგ რთულდება, რაც ქალაქში მისი ქმრის უფროსი ქალიშვილი ჩადის და სიმპათიურ მამაკაცს ისიც ყურადღებას აქცევს.

უინსლეტმა ტიმბერლეიკთან მუშაობის შესახებ ისაუბრა და აღიარა, რომ როდესაც ის ახლოს გაიცნო, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. ის სულაც არ არის „ჯასტინ ტიმბერლეიკი”, ის უბრალოდ არის ნიჭიერი ბიჭი, რომელიც მარტივად ირგებს ახალ როლებსა და სიტუაციებს – მორიდებული, მხიარული, შრომისმოყვარე და წყნარი. ჩემთვის ეს ყველაფერი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო” – განაცხადა უინსლეტმა.

ფილმის საპრემიერო ჩვენება 14 ოქტომბერს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე არის დაგეგმილი, ხოლო დიდ ეკრანებზე ის 1 დეკემბერს გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები