როგორც მოსალოდნელი იყო, ჯასტინ ტიმბერლეიკის მომავალი დისკის მხარდასაჭერ, The Forget Tomorrow World Tour-ს ევროპული თარიღები დაემატა.
ჯეი თიმ ინფორმაცია ამის შესახებ თავად გამოაქვეყნა. მისი თქმით, სწორედ ამას გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ ის მსოფლიო ტურნეში მიემგზავრებოდა. აქამდე ცნობილი მხოლოდ ჩრდილეთ ამერიკის ტერიტორიაზე დაგეგმილი კონცერტები იყო.
გაირკვა, რომ 43 წლის შემსრულებლის ევროპული კონცერტების სერია სტარტს 26 აპრილს, პოლონეთში აიღებს და 6 სექტემბერს, საფრანგეთში დასრულდება.
ის ასევე გერმანიაში, ბელგიაში, ინგლისში, ნიდერლანდებში, დანიასა და შვედეთში იმღერებს.
ცნობისთვის, 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკი 15 მარტს, მეექვსე სტუდიურ ალბომს – Everything I Thought It Was გამოუშვებს.