გასული წლის ბოლოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი მეუღლე, ჯესიკა ბილი არაერთხელ მოექცნენ. ყველა ჯასტინის ღალატის შესახებ საუბრობდა, თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი კარგადაა, თანაც უკეთ, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ.
სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ვარსკლავური წყვილი მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ეს ინფორმაცია ყველასათვის მოულოდნელი იყო, რადგან ჯესიკას ორსულობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. წყვლი ბოლოს თებერვალში გამოჩნდა, თუმცა ბილს მუცელი არ ეტყობოდა. ინსაიდერების განცხადებით, დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ, ოჯახის ახალი წევრის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, წყვილს 7 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, ისინი 5 წლის ვაჟს ზრდიან.