LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტერუ ჯენიფერ ენისტონს 25 წლის პეტრა კოლინზის გამო დაშორდა (ფოტო)

32

გამოცემა Star ამტკიცებს, რომ ჯასტინ ტერუსა და ჯენიფერ ენისტონის დაშორების მიზეზი ახალგაზრდა მხატვარი, პეტრა კოლინზია. გამოცემის მტკიცებით, 46 წლის ტერუ შეპყრობილია 25 წლის კოლინზით. ბოლო დრო ტერუ დიდ დროს ატარებს მასთან და მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ოფიციალურად ურთიერთობას არ ასაჯაროვებს, სავარაუდოდ დაშორების მიზეზიც  სწორედ პეტრაა. წინა თვეში ტერუმ „ინსტაგრამზე“ პეტრა კოლინზის ფოტოც განათავსა, ცოტა ხანში კი ცნობილი გახდა ენისტონისა და ტერუს განქორწინების შესახებ.

საინტერესოა, რომ პეტრა კოლინზი მომღერალ სელენა გომესის უახლოესი მეგობარია. პეტრამ სელენას კლიპის გადაღებებშიც მიიღო მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ კი გომესმა პეტრას „ინსტაგრამზე“ გამოწერაც გააუქმა. ამბობენ, რომ ამით ახალგაზრდა მომღერალმა ჯენიფერ ენისტონის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, რომელსაც ასევე ემეგობრება.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები