აქამდე ჯასტინ ბიბერი ამტკიცებდა, რომ მასთან ნებისმიერ მსურველს შეეძლო ფოტოს გადაღება. ამჯერად კი მომღერალმა საკუთარი ტურნეს Purpose-ის ფარგლებში სპეციალური ვიპ-ბილეთები გამოიტანა გაყიდვაში, სადაც გაწერილია, რა ჯდება მისი ფანებისთვის ბიბერთან ფოტოს გადაღება. მომსახურება 350 , 925 და 2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ყველაზე ძვირი, 2 ათასი დოლარი ვარსკვლავთან სელფის გადაღება ჯდება. ასევე მომსახურებაში შედის კონცერტის ვიპ-ზონა და მისი ახალი ალბომის ელექტრონული ვერსია.
US Magazine-ის ცნობით, ვიპ-ბილეთები უკვე გაყიდულია, რაც შეეხება შედარებით იაფ ბილეთებს, აქ შედის მომღერალთან ჯგუფური სელფი.