თავისი კლიენტებისთვის Ferrari-ს განსაზღვრული „ეთიკური კოდექსი“ აქვს, რომელიც სპორტქარების მფლობელებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორისაა ავტომობილთან დამოკიდებულება და სოც-ქსელებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიც კი. წესის დამრღვევებს, მიუხედავად მათი მდგომარეობისა და სტატუსისა, ბრენდი სამუდამოდ კვეთს და თავისი ავტომობილის შეძენას უკრძალავს. Ferrari-ს შავ სიას ახლახან კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერიც დაემატა, რომელიც ექსტრემალური ტუნინგის სიყვარულითაა ცნობილი.
2016 წელს მუსიკოსმა Ferrari 458 italia შეიძინა და მას შემდეგ ყველა შესაძლო მოდიფიკაცია გაუკეთა, გარედანაც და შიგნიდანაც.
ერთი წლის შემდეგ ბიბერმა თავისი სპორტქარი აუქციონზე 434,5 ათას დოლარად გაყიდა, თუმცა ახალი Ferrari-ს ყიდვას ნამდვილად ვეღარ შეძლებს. მომღერლის შავ სიაში შეყვანის მიზეზი მხოლოდ რადიკალური ტუნინგი არ გამხდარა, არამედ ის სიტუაციაც რომელიც 2016 წელს მოხდა. ბიბერმა თავისი მანქანა ბევერლი-ჰილზის ტერიტორიაზე ერთ-ერთ სასტუმროსთან დააპარკინგა და მისი პოვნა მხოლოდ 3 კვირის შემდეგ სპეციალისტების დახმარებით შეძლო.
ინციდენტი პრესაში გაშუქდა და Ferrari ძალიან უკმაყოფილო დარჩა. აღსანიშნავია, რომ ბიბერთან ერთად ამ ძალიან ცუდ სიაშია ასევე რეპერი 50 Cent და Tyga, მსახიობი ნიკოლას ქეიჯი და მოდელი კიმ კარდაშიანი არიან.