რამდენიმე თვის წინ მსოფლიო მედია ჯასტინ ბიბერის საკმაოდ ძვირადღირებულ დანაკარგზე, 270 ათას დოლარად შეფასებულ „ფერარიზე“ წერდა. მაშინ კანადელმა მომღერალმა მანქანა ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთი სასტუმროს პარკინზე დაკარგა.
ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ბიბერმა აღნიშნული მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა. აუქციონი, სადაც „ფერარი“ გაიყიდება 21 იანვარს არიზონას შტატში გაიმართება.
ამ დროისთვის უცნობია, რა ეღირება მანქანა.