LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი

76
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება დამატებით 314 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 2 მილიარდ 510 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

  • თავდაცვის სამინისტრო – 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1 მილიარდ 70 მილიონი ლარი;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 180 მილიონი ლარი.

"მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ჯერ პანდემიის, შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა" - ლაშა ხუციშვილი

"მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა".

ჯამური – 2 მილიარდ 510 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე, მიიმართება შრომის ანაზღაურებაზე, რაც 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით. ხუციშვილის თქმით, გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ.

ხუციშვილის განცხადევით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება, დაახლოებით, 160 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 196 მილიონ ლარამდე შეადგინა.

მომდევნო წლის ბიუჯეტში კი თავდაცვის შეიარაღებისთვის გათვალისწინებულია 175 მილიონ ლარამდე, ხოლო ჯარის ლოგისტიკური ხარჯებისთვის 285 მილიონ ლარამდე. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 216 მილიონ ლარზე მეტი.

ფინანსთა მინისტრი დეპუტატებს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს.

რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე ექსპორტში შემცირებულია - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, როგორც გლობალურ და რეგიონულ დონეზე, ისე საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტის რესურსი ჯამში 23,1 მილიარდი ლარს შეადგენს. აქედან, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მთლიანი რესურსის 30 პროცენტია გათვალისწინებული და ჯამში მათი დაფინანსება 7,0 მილიარდი ლარია.

„რესურსის 26 პროცენტი – 6,1 მილიარდი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე;

11 პროცენტია (2,6 მილიარდი ლარი) გამოყოფილი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე;

ასევე, 11 პროცენტამდეა (2,5 მილიარდი ლარი) თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსება;

კულტურისა და სპორტის დაფინანსება შეადგენს 831 მილიონ ლარს;

გარემოს დაცვა – 617 მილიონ ლარს;

პენიტენციური სისტემისთვის გათვალისწინებულია 227 მილიონი ლარი;

სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება – 192 მილიონი ლარი;

საგარეო ურთიერთობები – 183 მილიონი ლარი;

ვალების მომსახურება 1 მილიარდ 170 მილიონი ლარი;

ყველა სხვა დანარჩენი მიმართულების დაფინანსებაზე ბიუჯეტის მთლიანი რესურსის 8 პროცენტზე ნაკლები მიიმართება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები