მე-5 დღეა მარნეული და ბოლნისი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. ამ დროის მონაცემებით, რეგიონის შესასვლელთან 5 ბლოკპოსტია განთავსებული, სადაც უსაფრთხოებასა და კონტროლზე თავდაცვისა და შსს სამინისტროს თანამშრომლები ზრუნავენ. თავდაცვის ძალებთან ერთად მეხუთე დღეა რეგიონის შესასვლელთან მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ჯარისკაცებმა მედიის წარმომადგენლებს საკვები პროდუქტები დაურიგეს. რეზი ხუციშვილი წერს, რომ ვირუსზე ერთმანეთზე ზრუნვით გავიმარჯვებთ.
“რა მაგარია, როცა ასეთი ამბები ხდება… ჩვენმა საამაყო ჯარისკაცებმა ამ რთულ დროს, გამონახეს საშუალება, დრო, ენერგია და მარნეულის შესასვლელთან მომუშავე მედიის წარმომადგენლები საკვებით მოამარაგეს. ერთმანეთზე ზრუნვით გავიმარჯებთ” – წერს რეზი ხუციშვილი.
ფოტი და ვიდეო მასალა გაავრცელა “მაესტროს” კორესპოდენტმაც.
“როცა იცი, რომ 24 საათის განმავლობაში შენს ქვეყანას ჯარისკაცები იცავენ და ამ 24 საათში შენზე ზრუნვასა და დაპურებასაც ასწრებენ – უკვე დარწმუნებული ხარ, რომ გაიმარჯვებ!
დღეს, ყველა ერთად საქართველოს ვემსახურებით!” – წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტი.
https://www.facebook.com/dea.mamiseishvili/videos/pcb.3702484319792797/3702481606459735/?type=3&theater