ცალკეული ჯარისკაცის პოლიტიკური შეხედულებების გამო, თანამდებობის პირების ყოფნა არ ყოფნის საკითხი არ დგება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჯარში არჩევნებისას მიღებული შედეგების თაობაზე, მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ეს საფუძველი არ არსებობს იმ სახელმწიფოში, სადაც განსაკუთრებით ჯარი, პოლიცია უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიზიტირებული,” – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, ავღანეთში გახსნილ ორივე – ბაგრამისა და მაზარი შარიფის უბნებზე – გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატზე მეტი ხმა დააგროვა.