LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა

75
Untitled design

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.

აღნიშნულ შეთავაზებას ბრალდებული დათანხმდა. ხოლო მეორე ბრალდებულმა გიორგი ბიჩელაშვილმა უარი განაცხადა, მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიხილოს.

ბიჩელაშვილის ადვოკატი უშანგი მგელაძე აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ბიჩელაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

დღესვე, სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და კვლავ ძალაში დარჩა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მათ გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი ღირსება, დაარღვიეს უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დააზიანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები