LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარისკაცები, რომელთაც კიდურები ამპუტირებული აქვთ ტკივილგამაყუჩებლების გარეშე არიან – ყოველ 5-6 საათში თითო ყლუპ წყალს სვამენ: „აზოვის“ მებრძოლებთა ოჯახები მიმართვას ავრცელებენ

410
მარიუპოლის დამცველების ცოლები

მარიუპოლის დამცველების ოჯახის წევრები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ. მათი თქმით, აუცილებელია “აზოვსტალიდან” დაჭრილების ევაკუაცია.

„დაჭრილების რაოდენობა მუდმივად იცვლება. დაჭრილი ჯარისკაცების ნაწილი იღუპება. ვიცით, რომ დაახლოებით 700 დაჭრილი ჯარისკაცი იყო, მაგრამ ახლა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ცხადია, პირველ რიგში მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები უნდა გადაარჩინონ, რომლებიც, შესაძლოა, ერთ დღე-ღამეში დაიღუპონ, მაგრამ ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რომ აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ევაკუირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსურდული სიტუაციაა: დღეს ჩვენ ყველა დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაციას ვახდენთ, ხვალ კი კიდევ 200 დაჭრილი იქნება, რადგან დაბომბვა არ წყდება. უნდა ვისაუბროთ მთელი გარნიზონის ევაკუაციაზე. ესენი არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, არიან დაღუპულები და დაჭრილები, არიან საბრძოლო მზადყოფნაში მყოფები და არის ცხედრები, რომლებიც უნდა ამოიყვანონ“, – განაცხადეს მებრძოლების ცოლებმა.

მათი თქმით, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა საშინელია.

„ზოგიერთს მძიმე ჭრილობები აქვს, არ აქვს კიდურები. არსებობს ანტიბიოტიკების ძალიან შეზღუდული რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებში. ჯარისკაცები, რომელთაც კიდურები ამპუტირებული აქვთ, ანტიბიოტიკებისა და ტკივილგამაყუჩებლების გარეშე არიან. ყველამ ერთი ჭიქა წყალი უნდა გაიზიაროს: ყოველ 5-6 საათში თითო ყლუპს სვამენ“, – განაცხადა ერთ-ერთი მებრძოლის ცოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები