LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარიმის ნაცვლად ცივი შხაპი: ბოკას მეკარე თამაშისას დაბანეს (ვიდეო)

76

„ბოკა ხუნიორსის“ მეკარე ჯარიმისთვის ემზადებოდა, მაგრამ შხაპის ქვეშ მოექცა.

გოლკიპერმა ცოცხალი კედელი აღმართა, თან დაბანაც მოახერხა.

არგენტინის პირველობაზე „ბოკამ“ სტუმრად „ესტუდიანტესი“ 1:0 დაამარცხა. თამაშის დასაწყისში „ბოკას“ კარში საჯარიმო დაინიშნა. სანამ მეკარე აგუსტინ როსი კედელს აყენებდა, მის კარს უკან რატომღაც გაზონის მოსარწყავი სისტემა ამუშავდა. თუმცა მეკარე აღშფოთებას არ მიეცა და ცივი შხაპისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები