LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარიმების დღე ესპანეთში: მესიმ საიუბილეო გოლი გაიტანა, სიმეონე პირველი კაცი გახდა – ლა ლიგა ფაქტებში

87
Screenshot 2021-02-01 095745

“ბარსელონა” ლა ლიგაში ზედიზედ 10 მატჩია არ აგებს – 8 მოგება და 2 ფრე.

მესიმ “ბარსაში” 650-ე გოლი გაიტანა – 755-ე მატჩში.

მესიმ 38 გოლი გაიტანა ჯარიმიდან ლა ლიგაში – საუკეთესო შედეგია 25 წლის განმავლობაში. რონალდოს 19 ჯარიმა აქვს გატანილი.

მესიმ 55-ე ჯარიმა გაიტანა – 49 “ბარსაში” და 6 არგენტინის ნაკრებში.

გრიზმანმა 3 გოლი შეაგდო ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში.

გრიზმანს ყველაზე მეტი გოლი “ატლეტიკისთვის” აქვს გატანილი.

 

მანჩესტერული რეკორდები და ლივერპული ლონდონში – პრემიერლიგა ფაქტებში

 

“ატლეტიკომ” ბოლო 16 მატჩიდან 15 მოიგო.

“ატლეტიკომ” პირველმა გატანა 40 გოლი ლა ლიგაში. მას საუკეთესო შეტევა და დაცვა ჰყავს ლ ლიგაში.

სიმეონეს ლა ლიგის მწვრთნელებს შორის 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი მოგება აქვს – 214. მან ვალვერდეს გაასწრო.

სუარესმა გაიტანა 158 გოლი ლა ლიგაში. 21-ე საუკუნეში მასზე წინ არიან მესი, რონალდო ვილია და ბენზემა.

ლუის სუარესს 0.88 გოლი უგროვდება “ატლეტიკოში”. კლუბში ამაზე მეტი მარტო პრუდენს და ვიერის აქვთ.

სუარესმა ესპანეთში მე-2 ჯარიმა გაიტანა 6.5 წლის განმავლობაში. პირველი 2016 წელს გაიტანა.

„რეალმა“ 8 მატჩი წააგო ამ სეზონში. მთელ გასულ სეზონში მხოლოდ 7 მარცხი იყო.

„რეალმა“ ლა ლიგაში უკვე 4 თამაში წააგო, წინა ჩემპიონატში სულ 3 წაგება იყო.

„რეალმა“ ლა ლიგაში პირველად წააგო ბოლო 10 მატჩიდან.

ტონი კროოსმა ბოლო ორ მატჩში სამი საგოლე პასი მისცა. ამდენივე ჰქონდა წინა 42 შეხვედრაში.

“რეალმა” პირველად წააგო ლა ლიგაში, როდესაც მენდი სასტარტოში დააყენეს. აქამდე 32-მატჩიანი წაუგებელი სერია იყო: 24 მოგება და 8 ფრე.

„რეალის“ კარში VAR-ის შემდეგ 7 პენალტი დაინიშნა სეზონში.

დემბელე დაინტერესებულია „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელებით. ფრანგი კლუბის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება.

„ატლეტიკოში“ კარასკოსა და ერმოსოს კორონავირუსი დაუდგინდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები