LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯარიმა ან გაფრთხილება არცერთ მძღოლს არ მიუღია” – მიკროავტობუსის გაჩერების ახალი წესი

74

თბილისის 14 ქუჩაზე, მიკროავტობუსების გაჩერების ახალი წესის დარღვევები არ ფიქსირდება.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მიკროავტობუსში განუცხადეს, აკრძალულ ადგილას გაჩერების გამო, ამ დროის განმავლობაში არც ერთი მძღოლი არ დაჯარიმებულა და არც გაფრთხილება მიუღია.

კომპანიაში თვლიან, რომ ეს მძღოლების წინასწარ ინფორმირებამ გამოიწვია. გარდა ამისა, ახალი წესის აღსრულებას ხელს უწყობს სოლიდური ჯარიმებიც.

“გარდა იმისა, რომ შესაძლოა დაჯარიმდეს კომპანია, ჯარიმას იღებს თავად მძღოლიც. ასე რომ მის ინტერესში არ შედის აკრძალულ ადგილას გაჩერება. ამ დრომდე, ჯარიმა ან გაფრთხილება არცერთ მძღოლს არ მიუღია”, – განაცხადა “ფორტუნასთან” “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან, თბილისის 14 ქუჩაზე, მიკროავტობუსებს გაჩერების უფლება მხოლოდ გაჩერებებზე აქვთ. რეგულაციის აღსრულებას მონიტორინგის ჯგუფი აკონრტოლებს.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები