რამდენიმე დღის წინ ლეტომ ფილმზე ”თვითმკვლელების რაზმი” დაასრულა მუშაობა და ჯოკერის ღია მწვანე ფერის თმასაც გამოემშვიდობა, თუმცა მსახიობმა ისევ მიიპყრო ყურადღება თავის ვარცხნილობით და MTV VMA 2015-ის ცერემონიაზე ახლა ვარდისფრად შეღებილი თმით გამოჩნდა.
MTV VMA 2015-ის ცერემონიაზე 43 წლის ლეტო მაყურებელს ერთ-ერთი წამყვანის როლში მოევლინა, მოგვიანებით კი, რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა თავის Instagram-ში და ხაზი გაუსვა, რომ მისი თმა ზუსტად რომ ვარდისფერია და არა ბროწეულისფერი.