პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ კომპანია ”ჰერმესის” ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს დაკრძალავენ.
პანაშვიდები ოჯახში დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. 9 ნოემბერს, 11:00 საათისთვის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართება.
ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.