LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსაღი საკვები, რომელიც წონაში მომატებას იწვევს

177

როგორც ჩანს, მხოლოდ ცუდ და უხარისხო, კალორიულ საკვეს არ შეუძლია ჩვენს წონაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

ცნობილი სამედიცინო ჟურნალი აქვეყნებს სტატიას, სადაც მოცემულია ჯანსაღი საკვების ჩამონათვალი, რომელიც ერთი მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან მინერალებს შეიცავს, თუმცა მეორე მხრივ, წონის სწრაფად მომატებას იწვევს.

 

 

 

 

ავოკადო

მიუხედავად იმისა, რომ ავოკადო სავსეა ანტიოქსიდანტებითა და პროტეინებით, მისი ხშირი მიღება შეიძლება ნამდვილად ცუდად აისახოს ჩვენს წონაზე.

ავოკადო გვხვდება ყველგან, სადაც ძირითადი ორიენტირი ჯანმრთელობაა. მას იხილავთ სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალებსა თუ დაწესებულებების კედლებზე. აღსანიშნავია, რომ ყოველი 10 გრამი ავოკადო 2-ჯერ მეტ ბოჭკოვანასა და პოტასიუმს შეიცავს, ვიდრე ბანანი. ავოკადო დაბლა წევს ქოლესტეროლის დონეს, ამცირებს სიმსივნისა და დიაბეტის რისკს, აუმჯობესებს კანის ხარისხს. თუმცა, მიუხედავად ყველა ამ პოზიტიური დეტალისა, The Miracle Carb Diet-ის ავტორი, Tanya Zuckerbrot-ი აღნიშნავს, რომ ხილი შეიცავს 20-მდე ვიტამინსა და მინერალს, რომელიც სისხლში ჭარბი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაში კალორიების წვას ანელებს და პირიქით, ცხიმის შენარჩუნებას ასტიმულირებს.

თხილი

არ აქვს მნიშვნელობა, სპორტულ დარბაზში ჩამოჯდებით თუ რომელიმე ლოკალურ ბარში, ყველგან შეიძლება შეამჩნიოთ, თუ როგორ მიირთმევენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები თხილის სხვადასხვა სახეობას, რომელიც ნამდვილად სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს კუნთოვანი ქსოვილების ფორმის შენარჩუნებისთვის. მიუხცედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ 30 გრამი თხილი საშუალოდ 140 კალორიას შეიცავს, თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია მის ქარხნულ დამუშავებაზე, თუ როგორაა იგი მოხალული ან დახარისხებული – აღნიშნავს ექიმი Zuckerbrot-ი საკუთარ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში. თხილის დიდი რაოდენობით მიღება შეიძლება თქვენი წონის მომატების ერთადერთი მიზეზი გახდეს, მასში შემავალი მცენარეული ცხიმების გამო.

 

პროტეინები

პროტეინები საჭიროა მაშინ, როცა ვარჯიშობთ. თუმცა, გადაჭარბებული რაოდენობით მათი მიღება, როცა მოგზაურობთ და დღიური ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდეა დაყვანილი, სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს. ყველაზე მთავარია ასევე სწორი შოპინგი, რაც გულისხმობს სუპერმარკეტში, პროტეინების შემცველი პროდუქტების ყიდვისას, მათი შაქრის დონის წინასწარ გათვალისწინებას. შეარჩიეთ პროდუქტი, რომელშიც ცოტაა შაქარი და ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა ქიმიური დანამატების რაოდენობასაც.

 

შოკოლადი

შოკოლადზე ალბათ ბევრს გსმენიათ, რომ კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვის, რომ არეგულირებს წნევას, კარგია გულისთვის და შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას. მიუხედავად ყველაფრისა, შოკოლადის ჭარბი რაოდენობით მიღება შეიძლება წონის მომატების მასტიმულირებელი გახდეს. კაკაოს ამ დადებითი თვისებების მიღმა, შეიძლება დიდი რაოდენობით გლუკოზა და სხვადასხვა ქიმიური დანამატები იმალებოდეს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს წონაზე.

 

იოგურტი

იოგურტი ძალიან კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. ამაზე არავინ დავობს. მიუხედავად ყველაფრისა, Zuckerbrot-ის აზრით, იგი შეიძლება წონის მომატების მასტიმულირებელიც გახდეს. დილის იოგურტით დაწყება ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ტონუსის მთელი დღის მანძილზე შენარჩუნებასა და იმუნიტეტის გაძლიერებას. გარდა დადებითი თვისებებისა, იგი შეიცავს საფრთხეს, რომელიც ხშირად რძესთან შეუთავსებლობასა და წონის მომატებას უკავშირდება. ძირითადი საფრთხე ამ შემთხვევაშიც გლუკოზას უკავშირდება.