ჯანსაღი კვების ამერიკელმა სპეციალისტებმა სასარგებლო წვენების სია გაამხილეს. საინტერესო გამოკითხვა გამოცემა Eat this, Not That!–მა გამოაქვეყნა.
დიეტოლოგი ელიოტ რეიმერსი ყველას ურჩევს, რომ ჭარხლის წვენი მიირთვან. ექსპერტის აზრით, ჭარხალი B6 ვიტამინის წყაროა, ასევე დიდი რაოდენობით კალციუმს და რკინას შეიცავს. გარდა ამისა, განსხვავებით სხვა წვენებისგან, შაქრის შემცველობაც ძალიან დაბალი აქვს.
დიეტოლოგი ჯეი ქუინი თვლის, რომ ყველაზე სასარგებლო მაინც მოცვის წვენია. ეს სასმელი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ვიტამინ C-სა და E-ს შეიცავს. მოცვი ორგანიზმში ანთებით პროცესებს ებრძვის. გარდა ამისა, ის გულის დაავადებების რისკს ამცირებს და ართრიტის სიმპტომებს ამსუბუქებს.
ექიმი მარკ ჰაიმენი ირწმუნება, რომ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ საზამთროს წვენი უნდა მიირთვათ. მასში ცოტა შაქარი და ამინომჟავებია, რაც ორგანიზმს ძალების აღდგენაში ეხმარება. საზამთროს წვენი ვარჯიშის შემდეგ ტკივილისა და დაღლილობის უებარი წამალია.
დაბოლოს, ვისაც წონაში კლება სურს უპირატესობა ნიახურის წვენს უნდა მიანიჭოს. გარდა იმისა, რომ ნიახურში კალორიები თითქმის არ არის, ის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს და ზედმეტ ცხიმებს ებრძვის.