მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ესპანური კლუბია მისით დაინტერესებული.
„ესპანეთის ჩემპიონატის ორი გუნდიდან მაქვს წინადადება. ვფიქრობ, ევროპაში კარგად ვითამაშებდი“, – აღნიშნა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა საკვანძო ფეხბურთელმა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ბოლოს და ბოლოს დაიწყებს გაცემული ავანსების გამართლებას და სახელს ევროპულ ფეხბურთში დაიგდებს.