LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო რუსეთს ვერ მოშორდა: ანანიძე ევროპაში კი არა, სამარაში მიდის

big_b6db2902956ddeb9e0f8dc5b9fa704dfjano

ჯანო ანანიძე რუსეთში რჩება. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი მთელი კარიერაა რუსეთშია და ვერ ან არ გაარღვია ეს წრე და ევროპაში ძალები არ მოუსინჯავს. ფინანსური თვალსაზრისით რთულია ილაპარაკო, მაგრამ წმინდა საფეხბურთო კუთხით თამაში ნამდვილად თუნდაც საშუალო ევროპულ ლიგასა თუ გუნდში ჯობს. სხვა შემთხვევაში კი წლებია ვხედავთ, რომ ჯანო ვერ განიცდის იმ პროგრესს, რასაც მისგან ელოდა ქომაგიც და სპეციალისტებიც.

ახლა, როდესაც “სპარტაკიდან” მისი გაშვება გადაწყდა, გაჩნდა იმედია, რომ ჯანო ევროპაში წავიდოდა (“ვიტესი” იწვევდა), თუმცა ჩვენიანი იჯარით სამარის “კრილია სოვეტოვში” მიდის. იჯარა კი სეზონის ბოლომდე იმოქმედებს. “კრილიამ” ჯანო უფასოდ აიყვანა, ფეხბურთელს ხელფასის ნაწილს ისევ “სპარტაკი” გადაუხდის.

ტრავმებისკენ მიდრეკილ ანანიძეს სამარაში სამედიცინო შემოწმება 13 იანვარს უწევს.

 

 

 

“სპარტაკი” ჯანოს გარდა კიდევ არაერთ ფეხბურთელს შეელია, ხოლო მისმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა თქვა, რომ ანანიძეზე დაკვირვებას გააგრძელებენ და რომ მიზანი მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკის მიღებაა.

გეხსომებათ, “სპარტაკმა” ერთხელ ანანიძე უკვე გაანათხოვრა “როსტოვში” და იქ ჩვენიანს ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდა. იმ “როსტოვის” მწვრთნელი მაშინ ბოჟოვიჩი იყო, რომელიც ახლა “კრილიას” უდგას სათავეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები