LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო იზორია: „ბავშვის სათამაშოს „ოპელ ვექტრას“ ფასი რომ ადევს, როგორია?“

153
janozioria

მსახიობი ჯანო იზორია ჟურნალ „გზასთან“ გაძვირებული ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსახიობებს არც ადრე ულხინდათ და არც ახლა ულხინთ.

მსახიობი ამბობს, რომ როდესაც სადღეგრძელოებში ერის გამრავლებაზე მუდმივად მიდის საუბარი, დემოგრაფიულთან ერთად, ეკონომიკური პრობლემაც უნდა მოგვარდეს:

„ბავშვის საკვებს კატასტროფულად მაღალი ფასი აქვს… სადღეგრძელოში რომ ვიტყვით ხოლმე, – ერო, იმრავლეო! ისედაც, როცა ერთმანეTს ვხვდებით, ვეუბნებით, – ორ შვილზე უნდა გაჩერდე?! კიდევ გააჩინეთ, უნდა გამრავლდეთო… წარმოიდგინე, ყველას ერთნაირი ფინანსური შესაძლებლობა ხომ არ აქვს? დემოგრაფიულთან ერთად, ეკონომიკური პრობლემაც უნდა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, შვილს ღმერთი გაგაზრდევინებს, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ბავშვის სათამაშოს „ოპელ ვექტრას“ ფასი რომ ადევს, როგორია? გული მწყდება და წარმოვიდგენ ხოლმე, რამდენ პატარას არა აქვს ველოსიპედი თუ სხვა სათამაშო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები