LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო ანანიძე შესაძლოა ბათუმის დინამოში გადავიდეს

155
5-ANANIDZE

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე შესაძლოა კარიერის გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოვიდეს.

კვიპროსული “ანორთოსისის” ნახევარმცველის ბათუმის “დინამოში” გადასვლა შესაძლებელია.

27 წლის ფეხბურთელი ამჟამად საქართველოშია, ხოლო ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გუნდი მისი გადაბირებითაა დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ ანანიძის ხანმოკლე კონტრაქტი კვიპროსულ კლუბთან 31 მაისს იწურება.

ჯანომ კვიპროსის ჩემპიონატის სულ რაღაც 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანია მოქმედებით არ გამოუჩენია,

მოგეხსენებათ, ჯანომ მთელი კარიერა რუსეთში, ძირითადად მოსკოვის “სპარტაკში” გაატარა და კვიპროსში ზამთარში გადაბარგდა.

ბათუმის “დინამო” მალე საშინაო თამაშებს ახალაშენებულ, ევროპული დონის სტადიონზე ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები