სელინ დიონმა ლას-ვეგასში დაგეგმილი კონცერტები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო. ინფორმაცია ოფიციალურად მის ფეისბუქ-გვერდზე დადასტურდა.
საუბარია 27 მარტიდან 18 აპრილამდე დაგეგმილ კონცერტებზე.
როგორც აღმოჩნდა, ბოლო წელს დიონი ყურის პრობლემით იტანჯება, რომლის გამოც მას სიმღერა ძალიან უჭირს. მკურნალობას ყურის სხვადასხვა წვეთი შველოდა, თუმცა ბოლო დროს მოქმედება წამალმაც დაკარგა, ამიტომ გარდაუვალი გახდა ქირურგიული ჩარევა.
დიონმა თაყვის თაყვანისმცემლებს ბოდიში პირადად მოუხადა. კონცერტები 22 მაისს განახლდება.