LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელი კაცი სექსუალურია

473

დღეს ძალიან ბევრი სტატია ცდილობს გვასწავლოს, როგორ ვიყოთ სექსუალურები. „იყავი შენი თავი“ – მოგვიწოდებს ერთი. „იყავი თავდაჯერებული“- აგრძელებს მეორე. მაინც, რაშია სექსუალურობის საიდუმლო?

ნუთუ სექსუალურობის საწინდარი ჯანმრთელი სხეულია? ან იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს?

სექსუალური კაცი არის მამაკაცური, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ჩვეულებრივ, როდესაც ვინმე ნამდვილ მამაკაცს ახსენებს, დაკუნთული სხეულის ასოციაცია ჩნდება. ნამდვილ მამაკაცთან ასოცირდება ჯანსაღი სხეული,ძლიერი მკლავები და გამოკვეთილი მკერდი, ძალა და თავდაჯერებულობა.

მიუხედავად ამისა, მხოლოდ სხეული ვერ გაქცევთ სექსუალურად.

სექსუალურ კაცს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი – საწოლშიც და მის გარეთაც. მას შეუძლია პარტნიორის მოსმენა, აქვს ემოციური ინტელექტი და ცნობისმოყვარეა. ასეთ მამაკაცთან ურთიერთობა ქალებისათვის საინტერესოა იმის მიუხედავად, კაფეში ფინჯან ჩაის სვამენ თუ რომელიმე მაღალი მწვერვალის დასაპყრობად მიემგზავრებიან ერთად.

იმისათვის კი, რათა სრულფასოვნად დატკბეთ ცხოვრებით, საჭიროა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცებისათვის იმის გაცნობიერებაა, რომ ასაკთან  ერთად, მათ შესაძლოა პრობლემები შეექმნათ და ამაზე ლაპარაკი სულაც არ არის სამარცხვინო. 30 წლის ასაკიდან მამაკაცის სხეული სულ უფრო ნაკლებ ტესტოსტერონს გამოიმუშავებს, რაც შესაძლოა გამოიხატოს სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით, კუნთოვანი მასის შემცირებით და თმის ცვენით. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა საბოლოოდ მიიყვანოს ადამიანი დეპრესიამდე. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული კონსულტაცია სპეციალისტთან.

იზრუნეთ თქვენს თავზე და ჯანმრთელობაზე. შესაძლოა თქვენ ტელევარსკვლავი, ჩემპიონი ან პრეზიდენტი ვერ გახდეთ, მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ იყოთ ჯანმრთელი, ბედნიერი და სექსუალური.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები