ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ „ფაიზერისა” და „ბიონტექის” ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცება ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, დააჩქარონ ვაქცინის დამტკიცებისა და იმპორტისთვის გათვალისწინებული საკუთარი მარეგულირებელი პროცედურები.
ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ასევე შესაძლებლობას მისცემს იუნისეფსა და ჯანდაცვის პანამერიკულ ორგანიზაციას, შეიძინონ და გაავრცელონ ვაქცინა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.