ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოვაკი” საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.
ინფორმაციას “ფრანს პრესი” ავრცელებს:
“WHO-მ სინოვაკის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა და ქვეყნებს, ფონდებსა და შესყიდვების სააგენტოებს არწმუნებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.” – აღნიშნულია ჯანმოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, “სინოფარმის” შემდეგ, ეს არის მეორე ჩინური ვაქცინა, ერომელსაც ჯანმო-ს ავტორიზაცია აქვს.
#BREAKING WHO approves China’s Sinovac Covid-19 vaccine for emergency use pic.twitter.com/8D3NCkyw8X
— AFP News Agency (@AFP) June 1, 2021