LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო – საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი შემაშფოთებელი არ არის

168
Untitled design

რაც უფრო იზრდება კორონავირუსის შტამების სია, მით უფრო იზრდება მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებაც – უმეტეს შემთხვევაში, ვირუსის ყოველი მორიგი შტამი მის წინამორბედთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

ჯანდაცვის ექსპერტების დამაიმედებელი პროგნოზების მოსმენა ადამიანებს ახლა ყველაზე მეტად საფრანგეთში აღმოჩენილ ახალ ვარიანტზე, IHU-ზე სჭირდებათ.

იმედისმომცემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადება, რომ საფრანგეთში აღმოჩენილი შტამი შემაშფოთებელი არ არის და რომ მის შესახებ ნაადრევად არ ინერვიულონ.

როგორც ჯანმოში ამბობენ, აკონტროლებენ ვირუსის ახალ ვარიანტს, რომელიც საფრანგეთში, პაციენტთა მცირე რაოდენობაში გამოვლინდა, მაგრამ ჯერჯერობით, მისი გავრცელების შესახებ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, B.1.640.2-ის აღმოჩენის შესახებ 4 იანვარს განაცხადეს. 

WHO-ს კოვიდინციდენტების მენეჯერმა აბდი მაჰმუდმა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ვარიანტი სააგენტოს რადარში უკვე იყო ნოემბრიდან და აქვე აღნიშნა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ფართოდ არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები