ვაქცინაზე წვდომის ახალი სტანდარტი უნდა შეიქმნას. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს.
”სამეცნიერო საზოგადოებამ ვაქცინების შემუშავების ახალი სტანდარტი დაადგინა. ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ მათზე წვდომის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტი უნდა შექმნას”. – აღნიშნა მან.
ასევე, სხვადასხვა ქვეყნებს, გადანაწილების საკითხებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკებსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის ყველაზე სწრაფი გზაა სტაბილურობის მისაღწევად.
”ყველა მთავრობას მოვუწოდებ, რომ ვაქცინების გლობალური მასშტაბით სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით ითანამშრომლონ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები”. – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში ქვეყნებმა ეტაპობრივი ვაქცინაცია დაიწყეს.
ვაქცინები პანდემიის წინააღმდეგ: “ასტრაზენეკას” საგანგებო გამოყენებისთვის მექსიკაც ამტკიცებს