CNN-ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი უხანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს. ექსპერტთა ჯგუფმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც 13 ადამიანისგან შედგება უხანში 14 დღის წინ ჩავიდა. მათ უკვე დაასრულეს კარანტინის ორკვირიანი პერიოდი.
ცნობისთვის, „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ამის შემდეგ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.