LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო მიმართვას ავრცელებს – “ახლავე იმოქმედეთ”

619
BeFunky-collage (24)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მთავრობებმა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის დასაძლევად, კოვიდ 19-ის საპასუხო ეროვნული ზომები ხელახლა უნდა შეაფასონ და ვაქცინაციის პროცესი დააჩქარონ.

”მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას გაზარდონ მეთვალყურეობა და ტესტირება. ნებისმიერი თვითკმაყოფილება ახლა ადამიანების სიცოცხლის ფასად დაჯდება”, – აღნიშნავს ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტის გავრცელება ახლავე, იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

“ომიკრონის” გავრცელების გამო ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ – გეგმავს თუ არა დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებას საქართველო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები