LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანის ჯანი გავარდა: ფიფას ახალი თავი ყავს

43

ფიფას საგანგებო კონგრესზე, ციურიხში, ფიფას პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ჯანი ინფანტინომ 115 ხმა მიიღო და ახლა ის უხელმძღვანელებს მსოფლიო ფეხბურთს 4 წლის განმავლობაში.
რადგან პირველ ტურში საჭირო ხმათა რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, საჭირო გახდა მეორე ტურის გამართვა. მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის უკვე საკმარისი იყო 104 ხმის მოპოვება, ჯანი ინფანტინომ კი 115 ხმა მიიღო და პრეზიდენტად გამოცხადდა.

გამარჯვებულმა ინფანტინომ კომენტარი გააკეთა.

“არ ვემხრობი მოსაზრებას, თითქოს ფეხბურთი გაყოფილია. ეს იყო არჩევნები
და არა ომი. არჩევნებს ან იგებ, ან აგებ, ცხოვრება კი გრძელდება.

ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ამით მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებ, რომ არა ევროპის, არამედ ფეხბურთის კანდიდატი ვარ. ჩვენ აქ ფეხბურთის საკეთილდღეოდ ვართ.

რაც შეეხება გენერალურ მდივანს, მყავს რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ ამას ორგანიზაციის საბჭო გადაწყვეტს. უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ამ პოსტს არაევროპელი დაიკავებს”, – განაცხადა ფიფას ახალმა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები