LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანი ბუკიკიოსთან 30 წუთიანი ძალიან ხმამაღალი კამათი მქონდა – გუგული მაღრაძე

99

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ნაადრევი იყო.

ჟურნალისტებთან საუბარში გუგული მაღრაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს ეკამათა.

„ვთვლი, რომ ჩვენთვის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება ნაადრევი იყო. ამ თემაზე ჯანი ბუკიკიოსთან პირადი საუბარი, 30 წუთიანი ძალიან ხმამაღალი კამათი მქონდა. ვამტკიცებდი, რომ საქართველოსთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრე იყო, რადგან ჩვენს მოსამართლეებს თავისუფალ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. შევარდნაძის დროს კორუფცია იყო და რომელ მხარესაც მეტი ფული ჰქონდა, ის იმარჯვებდა. სააკაშვილის დროს, რასაც პროკურატურა იტყოდა, ისე იყო, ახლა კი, ხელისუფლებიდან მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც შიდა მექანიზმები – გარკვეული კორპორციული გავლენები არსებობს. მიმაჩნია, რომ მათ წლების განმავლობაში უნდა იმუშაონ და საზოგადოებას დაანახონ, ტვირთი რაც აწევთ, მათგან გამომდინარე იყო თუ სიტუაციიდან. როცა მოსამართლე დაამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად და საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე შეუძლიათ, ისინი უვადოდ შემდეგ უნდა დაინიშნონ“, – დასძინა მაღრაძემ.

დეპუტატის ცნობით, ჯანი ბუკუკიოს აღნიშნულ საკითხზე ევროსაბჭოში 2015 წელს ეკამათა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები