ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის სამყაროს“ მონაწილეა. საქართველოში მის გამონათქვამებს არჩევენ, სოციალური ქსელი სავსეა მისი კრიტიკით, თავად ჯანეტი კი სილამაზის კონკურსში მონაწილეობს და სცენაზეც გამოვიდა, ჯერ საცურაო კოსტიუმით, შემდეგ – საღამოს კაბით. წამყვანმა კი გამოაცხადა, რომ ჯანეტის საღამოს კაბა მისივე დიზაინითაა შექმნილი.