LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონი მეუღლისგან 200 მილიონ დოლარს მიიღებს

73

დაქორწინებამდე, ჯანეტ ჯექსონმა და ყატარელმა ბიზნესმენმა, უისამ ალ მანამ საქორწინო კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში მომღერალი 200 მილიონ დოლარს მიიღებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი დაშორდა, ცნობილი ჯერ კიდევ გასულ თვეში გახდა, როდესაც მათი ვაჟიშვილი სამი თვის გახდა. რა მოხდა მათ შორის, უცნობია, რადგან წყვილი დუმილს ინარჩუნებს.

მიუხედავად მათი წარმომადგენლების თქმისა, რომ საუბარი დროებით დაშორებაზეა და არა განქორწინებაზე, ფაქტია, რომ წყვილს დაძაბული ურთიერთობა აქვს. იმ შემთხვევაში თუ ისინი მართლაც დაშორდებიან, ჯანეტი საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ჯექსონი შეწყვეტილი ტურნეს გაგრძელებას და კონცერტების გამართვას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები