LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრომ “ასტრაზენეკას” განაწილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა დაიწყო, რეაგირება იქნება შესაბამისი: გაბუნია

81
1585649564-თამარ-გაბუნია23

“პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც შესაბამისი იქნება .” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უწყებამ “ასტრაზენეკას” განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი ლოჯისტიკური პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო.

ბოდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია: ტიკარაძე

თამარ გაბუნიას თქმით, დაუშვებელია, მაშინ, როდესაც ივლისიდან ქვეყანაში ვაქცინის დიდი რაოდენობა შემოვა და მასშტაბური იმუნიზაციის პროცესი დაიწყება, ასეთი შეცდომები კვლავ განმეორდეს:

“ამ შემთხვევაში ლოჯისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ბუნებრივია, ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეების ასაცრელად და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები.

ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს. ამდენად ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სარიოზულად შეისწავლის და ადმინისტრაციულ დონეზე შესაფერისი რეაგირებაც ექნება.

პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი.” – თქვა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გამორიცხავს, რომ ადამიანს, რომელსაც ვაქცინაცია სჭირდება, მას ვაქცინის მირების პრობლემა შეექმნას:

“გამოვრიცხავ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც ვაქცინაცია სჭირდება, მას ამის პრობლემა შეექმნება. აუცილებლად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოქალაქესთან იმუშავებენ ჩვენი სამსახურის ოპერატორები, რომ შეატყობინონ მათ ვაქცინაციის შეცვლილი თარიღი, ისინი  შეტყობინებასაც მიიღებენ და მათ ინდივიდუალურადაც მოვიწვევთ.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, მოქალაქეთა ნაწილი ლოჯისტიკური პრობლემის გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაგეგმილ დროს ვერ აიცრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები