LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო: “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაეიწა, მათგან 2 კლინიკაში მოათავსეს

69
ivqmb3ds-1

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს, მათგან 2 კი კლინიკაში მოათავსეს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს.”-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები